ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მდგომარეობა მშვიდია, ეკლესიებში მრევლის დიდი რაოდენობა არ შეინიშნება” – ვაჟა სირაძე

“საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა ტაძარში, ეკლესიაში მობილიზებული არიან შსს-ს წარმომადგენლები, რომლებიც უზრუნველყოფენ და მოუწოდებენ მოქალაქეებს, დაიცვან სოციალური დისტანცია. რაც შეეხება დარღვევებს დღეს, 21:00 საათიდან დაიწყო კომენდანტის საათი. ამ ეტაპისთვის დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა. მდგომარეობა მშვიდია, ეკლესიებში მრევლის დიდი რაოდენობა არ შეინიშნება და მინდა, მადლობა გადავუხადო მრევლს, რომელიც ამ სიტუაციას გაგებით ეკიდება.”

ვაჟა სირაძე – შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი

აღნიშნული განცხადება სირაძემ ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა.

იტვირთბა....