საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.
„დაე, ეს აღდგომა იყოს მადლის მომფენი და მოგანიჭოთ დამატებით ძალა თქვენ და ქართველ ხალხს კოვიდ-19-თან დაკავშირებული სიძნელეების წარმატებით დასაძლევად. აღდგომის დღესასწაულის ამ განსაკუთრებულ დროს მსურს, გისურვოთ სიკეთე, ჯანმრთელობა და სიმშვიდე, აგრძელებთ რა თქვენს უაღრესად მნიშვნელოვან მოღვაწეობას ქართველი ხალხისთვის“, – ნათქვამია მილოცვაში, რომლის ტექსტს საპატრიარქო ავრცელებს.
კელი დეგნანმა აღდგომა საელჩოს ფეისბუკ გვერდიდანაც მიულოცა ყველას.
„ამ შაბათ-კვირას საქართველო აღდგომას ზეიმობს. მინდა, ყველას გისურვოთ ბედნიერი და ჯანმრთელი დღესასწაული. ამ გამოწვევებით აღსავსე დროს, ტრადიციების ადაპტაციას ვახდენთ ერთმანეთისა და ჩვენი სამედიცინო პროფესიონალების დასაცავად. დიდი მადლობა, რომ უერთდებით ამ გლობალურ ძალისხმევას!”.