ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დავეთანხმები, რომ არ იცვლება ვითარება დღესაც არიან ისეთივე იეზებელები და ისეთივე ჰეროდიადები” – მიტროპოლიტი ანდრია ომბუდსმენის განცხადებაზე

ატენისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია, სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას გამოეხმაურა. სადაც ომბუდსმენი აცხადებს, რომ სამედიცინო ენაზე, იესო ქრისტეს სიკვდილის უშუალო მიზეზად ასფიქსია სახელდება და დღეს ჩვენ რეანიმაციებში ადამიანები იგუდებიან. აღნიშნული განცხადება ლომჯარიამ 17 აპრილს, “ფეისბუქზე” გამოაქვეყნა.

„მინდა გამოვეხმაურო იმ განცხადებას რომელიც გავრცელდა სახალხო დამცველის მიერ. ძნელია რა თქმა უნდა პირდაპირ იმის თქმა რას გულისხმობს, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, მხოლოდ. თუ ჩემი ვარაუდით შეცდომას ვუშვებ, შენდობას ვთხოვ მას პირადადაც და საზოგადოებასაც. თუ ვიგულისხმეთ მის გამოთქმულ მოსაზრებაში რომ ქრისტეს სიკვდილთან დაკავშირებით და დღესაც არიან ფარისევლები როგორც ადრე და ხელისუფლება ისევ იბანს ხელს, გავაგრძელებ მის ნათქვამს და დავეთანხმები, რომ არ იცვლება ვითარება დღესაც არიან ისეთივე იეზებელები და ისეთივე ჰეროდიადები, რომლებიც თავიანთი მდგომარეობის გამოყენებით ასწავლიან ხალხს კერპთთაყვანისმცემლობას და უზნეობას აკანონებენ“, – განაცხადა ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ.

იტვირთბა....