„შემდგომი „ბორდერიზაცია“ საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის მხრიდან სრულიად დაუშვებელია. მოვუწოდებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის და რუსეთის უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს ქმედებები და თავი შეიკავონ ნებისმიერი ნაბიჯებისგან, რომელმაც შესაძლოა სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს.“
კარლ ჰარცელი – ევროკავშირის ელჩი საქართველოში
აღნიშნული განცხადება ელჩმა, “ტვიტერზე” გამოაქვეყნა. რითაც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის განახორციელებას გამოეხმაურა.