ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა მათთან შეთანხმებული არ ყოფილა, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მთავრობის მიერ დაწესებული შეზრუდვა მსუბუქ ავტომობიილების გადაადგილებასთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეხღუდვა სასულიერო პირებს არ ეხებათ და მათ გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის.

“16 აპრილის საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილს, ანუ ვნების პარასკევს 12 საათიდან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც მოსახლეობაში და რა თქმა უნდა, სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორისაც, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის. სამწუხაროდ, მრევლს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვირუსის ფართოდ გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში ახალი შეზღუდვები დაწესდა. ცნობისთვის, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება და სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა. ასევე, დახურულ საჯარო სივრცეში სამედიცინო პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

იტვირთბა....