“სულ სამი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა პროფილაქტიკის მიზნით, ადუღებული წყალი მიიღეს. ცხელი ჩაი მეც მიყვარს, სიამოვნებით ვსვამ ხოლმე, თუმცა აქ საუბარია, ადუღებულ წყალზე.. არ ვიცი, ადუღებული წყალი რამდენად დაგვეხმარება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ტუჩების, ენის და საყლაპავის დამწვრობას მივიღებთ. მეუხერხულება კიდეც მოწოდების გაკეთება, როგორ ვურჩიო მოსახლეობას, რომ ადუღებული წყალი არ დალიონ, მაგრამ ეს არის ფაქტი.”
გუგა ქაშიბაძე – დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელi
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვმა 336 შეადგინა. ინფიცირებული ადამიანებიდან 74 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5000 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 494 პირი.
ცნობისთვის, 15 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ხოლო 14 აპრილის მონაცემებით, ინფიცირების 30 შემთხვვეა იყო გამოვლენილი.