საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, 17 აპრილისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარი ლარი 3.1361 ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი ლარი 3.1334 ღირდა.
ხოლო, მცირედით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.4111 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4173 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 17 აპრილს ამოქმედდება.