“უფლის ნება იყოს, თუ დაავვადდებით, ალბათ ასეა საჭირო. ალბათ ჩვენი ამ ქვეყნიდან გასვლა საჭიროა და ხომ უნდა მოემზადო შესაბამისად. არ უნდა გვეშინოდეს სიკვდილის. მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და ღვთის ნების გარეშე ერთი ღერი თმაც არ ჩამოგვივარდება, თქვენ იცით და როგორ შეიძლება უფალმა დაუშვას, რომ თქვენ რაღაცით დაავადდეთ.”
მეუფე იობი – ურბნელი მიტროპილიტი
ცნობისთვის, ხელისუფლება და საპატრიარქო შეთანხმდნენ, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად აღდგომის ლიტურგიას მრევლი დაესწრება. საპატრიარქოს პრესსპიკერის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, დიდ ეკლესიებში ორი მეტრის დისტანცია იქნება დაცული, პატარა ტაძრებში კი მრევლი ეზოში განაწილდება. მისი თქმით, მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და დილის 6 საათზე წამოვა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეკლესიებთან მობილიზებული იქნება პოლიცია.