ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენთან გვყავს 2 ძალიან მძიმე და 7 მძიმე პაციენტი”- მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს ყველა კლინიკაში ინფიცირებული 262 პაციენტი გადის მკურნალობას, ვინაიდან 74 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ ეზუგბაიამ ჟურნალისტებთამ განაცხადა და აღნიშნა, რომ მათ ცენტრში ამ დროისთვის 37 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას, ეზუგბაიას ინფორმაციით, მათთან მოთავსებული 9 ადამიანი პრობლემურია, კერძოდ, 7 მათგანი მძიმე, ხოლო 2 მათგანი ძალიან მძიმეა.

“თუ ამ მონაცემებს შევაჯამებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე კოვიდის საავადმყოფოებში მკურნალობს 262 დადასტურებული შემთხვევა. ამ ეტაპზე ჩვენთან 37 პაციენტი მკურნალობს. რამდენიმე დღეა გახსენებთ, რომ გვყავს 2 ძალიან მძიმე, ანუ პრობლემური პაციენტი და დაახლოებით, 7 პაციენტი გვყავს მძიმე პნევმონიით. ამ 2 მძიმე პაციენტთან უკვე მესამე დღეა სტაბილური სიტუაციაა და ალბათ, ისინი ამ ძალიან მძიმე პაციენტების სტატუსიდან გადმოვლენ მძიმე პაციენების სიაში და მათი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესდება და დადგება გამოჯანმრთელდება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო  რიცხვმა 336 შეადგინა. ინფიცირებული ადამიანებიდან 74 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5000 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 494 პირი.

ცნობისთვის, 15 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ხოლო 14 აპრილის მონაცემებით, ინფიცირების 30 შემთხვვეა იყო გამოვლენილი.

იტვირთბა....