ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსისგან 74 ადამიანი გამოჯანმრთელდა

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის ინფექციისგან 74 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე განახლდა.

რაც შეეხება ინფიცირების რაოდენობას, დღეის მონაცემებით, ქვეყანაში 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო  რიცხვმა 336 შეადგინა.

ინფიცირებული 336 ადამიანიდან 74 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5000 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 494 პირი.

ცნობისთვის, 15 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ხოლო 14 აპრილის მონაცემებით, ინფიცირების 30 შემთხვვეა იყო გამოვლენილი.

 

იტვირთბა....