საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, 16 აპრილისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
1 აშშ დოლარი 3.1334 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.1349 ლარი ღირდა.
მცირედით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც. 1 ევრო ხვალ 3.4173 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4305 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 16 აპრილს ამოქმედდება.