“საქართველო არ არის ირანი, სადაც ერთი ყველაზე მსხვილი რელიგიური ჯგუფის ხელმძღვანელები მართავენ ქვეყანას და ადგენენ კანონებს. ეს არის მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური და მრავალკონფესიური ქვეყანა, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია. უდიდესი უპასუხისმგებლობაა რაიმე ზომების არმიღების გამართლება ქრისტიანული რელიგიით . ფაქტობრივი ვითარებაა ასეთი, რომ მოქალაქეებს დაუწესეს შეზღუდვები, ნაწილობრივ ლიგიტიმური მიზეზით, თუმცა ნაწილობრივ აბსურდული შეზღუდვები, ხოლო ყველაზე მსხვილი კონფესიის მნიშვნელოვან ნაწილზე და მის ხელმძღვანელობაზე ეს წესები არ გავრცელდა, რაც ზოგადად შეზღუდვებს უაზროს და ფარსს ხდის.გამოდის, რომ ამ ვითარებაში კანონმორჩილი და შეგნებული მოქალაქეები არიან დაზარალებულები.”
გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი
ბოკერია აღნიშნულით ბზობის დღესასწაულზე ეკლესიებში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა უამრავი მასალა, სადაც ნაჩვენებია, რომ ბზობის დღეს ეკლესიებში მრევლი არ იცავდა რეკომენდაციებს და არ იყო დაცული სოციალური დისტანცირება. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეზღუდვები ეკლესიაზე არ ვრცელდება.
ბზობის დღესასწაულზე პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არაეფექტური მუშაობა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც დაადასტურა.