ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დადგა დრო, ერთმანეთს დავცილდეთ, იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა გადავრჩეთ”- რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ახლა დადგა ის დრო, როცა მოქალაქეებმა განსაკუთრებთ უნდა დაიცვან სოცოალური დისტანცია, რადგან ყველანი გადავრჩეთ.

ამის შესახებ ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

რატიანის თქმით, ყველა ექიმი ინფიცირებული პაციენტისთვის მუშაობს, მაგრამ თუ მათი რაოდენობა ძალიან გაიზარდა, მედპერსონალი ამ დატვირთვას ვერ გაუძლებს.

“მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას. დადგა დრო, რომ ერთმანეთს უნდა დავცილდეთ. უნდა დავცილდეთ იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა გადავრჩეთ. დაცილების ერთ-ერთი გზა არის ფიზიკური დისტანცია, მაგრამ ერთი გამონაკლისით, დესოციალიზაციის გარეშე. ჩვენ თქვენთვის ვართ, მაგრამ ვერ ავუვალთ ამდენს, თუ არ დაიცავით ერთი რამ, დარჩით სახლში ფიზიკური დისტანციით.

კიდევ შემოვიდა დამატებით ის საჭირო აპარატურა, რომელიც გვჭირდება ქვეყანას, მაგრამ თუ არ დავიცავით ერთმანეთი, ჩვენც ვერ ავუვალთ ამ ყველაფერს,”- აცხადებს ლევან რატიანი.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 306-მდე გაიზარდა. ვირუსისგან 69 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 4834 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 434 პირი.

იტვირთბა....