მთავარი ციტატა

“თუ ეპიდემიის პიკი სექტემბერში და ოქტომბერში იქნა, არჩევნების გადაწევა ბუნებრივი ამბავია”

“არჩევნების გადაწევის საჭიროება იქნება თუ არა, ვერავინ იტყვის ამას. თუ მართლა ეპიდემიის პიკი სექტემბერში და ოქტომბერში იქნა, გადაწევა ბუნებრივი ამბავია, მაგრამ არ მგონია ეს ასე მოხდეს. ჩვენ არათუ სექტემბერზე და ოქტომბერზე, არამედ ვსაუბრობთ იმაზე და მოვუწოდებთ, მოქალაქეებს, რომ დაუდგნენ სახელმწიფოს გვერდში მათი ჯანმრთელობისთვის და უფროსი თაობის გადარჩენისთვის.”

მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი

ამის შესახებ მდინარაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

ცნობისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. თუმცა, კორონავირუსის ეპიდემიის გამო ჩნდება ვარაუდი, რომ შესაძლოა არჩევნებმა გადაიწიოს. ამ საკითხზე პოლიტიკოსებს ზუსტი ინფორმაცია არ გააჩნიათ, მაგრამ იმედოვნებენ, რომ არჩევნები დაგეგმილ დროს ჩატარდება. 

 

იტვირთბა....