საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სააღდგომო მსახურება ჩატარდება, ხოლო რა ფორმით, დეტალური ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი.
როგორც ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, ლიტურგიის ჩატარებასთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები შესათანხმებელია.
“სააღდგომო ლიტურგიის შესახებ დაწვრილებით ხვალ ვიტყვით, თუმცა ერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ მსახურება ჩატარდება, დეტალებია შესათანხმებელი და დღეს ნაჩქარევი იქნება, რომ ვარაუდი გამოვთქვა“,- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
13 აპრილს მთავრობის წარმომადგენლები, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძესთან ერთად, საქართველოს საპატრიარქოში მივიდნენ. შეხვედრის ერთ-ერთი თემა სააღდგომი ლიტურგიის შესრულების საკითხი იყო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საპატრიარქოში შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც შეხვედრაზე საუბარი მხოლოდ სააღდგომო ლიტურგიას არ ეხებოდა.