“აუცილებლად ჩატარდება სააღდგომო წირვა. როგორ ჩატარდება ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას საპატრიარქო გააკეთებს. რაც შეეხება იმას გამკაცრდება თუ არა წესები, ჩვენ ისედაც გამკაცრებული გვქონდა.”
მეუფე გერასიმე – ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი
13 აპრილს მთავრობის წარმომადგენლები, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძესთან ერთად, საქართველოს საპატრიარქოში მივიდნენ. შეხვედრის ერთ-ერთი თემა სააღდგომი ლიტურგიის შესრულების საკითხი იყო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საპატრიარქოში შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც შეხვედრაზე საუბარი მხოლოდ სააღდგომო ლიტურგიას არ ეხებოდა.