პოლიციამ ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორში განზრახ მკვლელობის ბრალდებით შუა ხნის მამაკაცი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1978 წელს დაბადებული კ. გ. დააკავეს.
უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში, ბასრი საგნის გამოყენებით სახისა და ზურგის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მასთან მცხოვრებ ბიძას – 1955 წელს დაბადებულ თ.გ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს