ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

უკრაინაში კორონავირუსით მესამე სასულიერო პირი დაიღუპა

სამონასტრო კომპლექს კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსით ინფიცირებული მესამე სასულიერო პირი გარდაიცვალა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალი ტიპის ვირუსისგან 40 წლის ბერი დაიღუპა.

ამასთან, ცნობილია, რომ მას ქრონიკული დაავადება ჰქონდა. ბერი საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ერთი კვირის განმავლობაში გადიოდა მკურნალობას.

13 აპრილის მონაცემებით, კიევ-პეჩერის ლავრაში ინფიცირებულია 90 პირი, 63 ადამიანს კორონავირუსი გასული 24 საათის განმავლობაში დაუდასტურდა. ამის გამო, ლავრაში კარანტინი გამოცხადდა და ის დაიხურა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსით 73 წლის არქიმანდრიტი ნექტარი და კიდევ ერთი სასულერო პირი დაიღუპა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის უკრაინაში ვირუსის ინფიცირების 3 372 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 98 პირი გარდაიცვალა, ხოლო 119 – გამოჯანმრთელდა.

იტვირთბა....