“საბოლოო ჯამში, უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შემუშავება იქნება საჭირო გადაცემის სრულად აღმოფხვრისთვის. მხოლოდ ეფექტურ ვაქცინას შეუძლია კორონავირუსის გავრცელების სრულად შეწყვეტა.”
თედროს ადჰანო – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი
“ბიბისი”
მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე ორ მილიონს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 1 მილიონ 925 ათას 528 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 119 ათას 718 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 452 ათას 177 – გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.