ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩერნობილში ხანძარი რადიოაქტიური ნარჩენების საცავს მიუახლოვდა

ჩერნობილის ზონაში ხანძარმა ქალაქ პრიპიატს მიაღწია და რადიოაქტიური ნარჩენების საცავს მიუახლოვდა.

4 აპრილს ცეცხლი 30 ჰექტარზე გავრცელდა, 7 აპრილს კი 35 ჰექტარი მოიცვა. 5 აპრილს უკრაინის პოლიციამ, ტყეში ხანძრის გაჩენის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა.

ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

მაშველებმა ცეცხლი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ზონაში, კოტოვის სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე ჩააქრეს, მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობის ოპერაცია ორ სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე.

პოლიციელებმა ჩერნობილის ზონაში მდებარე დასახლებიდან მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინა.

ძლიერი ქარის გამო ცეცხლმა პრიპიატამდე მიაღწია და რადიოაქტიური ნარჩენების საცავიდან ორ კილომეტრში მძვინვარებს. საცავში მოთავსებულია ჩერნობილის ზონის მაღალაქტიური რადიაციული ნარჩენები.

შეგახსენებთ, რომ 1986 წლის 26 აპრილს, ჩერნობილის ატომურ ელექტოროსადგურზე მეოთხე ენერგობლოკის ბირთვული რეაქტორი აფეთქდა.

იტვირთბა....