„ბატონ გოცირიძეს მინდა გამოვეხმაურო, მე მესმის და აბსოლუტურად მივესალმები ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის თანამშრომლობას, მე იმასაც მივესალმები, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებდეს, მაგრამ არის რაღაც გარკვეული მორალური ზღვარი. მაგალითად, როცა კუპონის ავტორი ლარის ჩამოშლაზე საუბრობს, მე მგონი, ცოტა უხერხულია. ამიტომ, მათ ვურჩევდი მომდევნო პერიოდში უფრო სიფრთხილით მოეკიდონ ამას. ძალიან უხერხულია, როცა კუპონის ავტორი ლარის ჩამოშლაზე საუბრობს.“
სოფო კილაძე – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
აღნიშნული განცხადებით კილაძემ, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ წევრს, რომან გოცირიძეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიმართა.