ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხაშურის რაიონის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება.

საკარანტინო პირობები სოფელ ხიდისყურში მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასაც ითვალისწინებს. სოფლის შესასვლელებსა და გასასვლელებში მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები.

საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვების გარდა, სოფელში მოქალაქეების შესვლა და გასვლა იკრძალება.

მოქალაქეებს სახელიდან გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ სჭირდებათ პროდუქტის, მედიკამენტების შეძენა, ან სამედიცინო მომსახურების მიღება. ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით.

ადგილზე საკარანტინო რეჟიმის აღსრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალები უზრუნველყოფენ. ამასთან, უწყების თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარება.

მას შემდეგ, რაც გომის თემის სოფელ ხიდისყურში ვირუსის ახალი შემტხვევები დაფიქსრირდა, სოფლის შესასვლელს სამართლდამცავები აკონტროლებენ.

სოფელ გომში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 12 აპრილს გამოვლინდა. მასთან კონტაქტში მყოფ პირებს ვირუსზე ანალიზი აუღეს, პასუხი უარყოფითია. 

ასევე, 12 აპრილს მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ქობულეთის ოთხ სოფელში საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა. მოეწყო პლოკპოსტები, საიდანაც ყველა გადასასვლელს პოლიცია და თავდაცვის ძალები აკონტროლებენ.

ამ დროისთვის, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ასევე დაწესებულია ლენტეხში, ბოლნისსა და მარნეულში.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა 266-მდე გაიზარდა. მათგან 67 პაციენტი გამოჯანმრთელებულია. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია სამი პაციენტი.

იტვირთბა....