“დამცავი ნიღბის ტარება მალე ნორმა იქნება. ეს ვირუსი არსად წასვლას არ აპირებს. ჩვენ არ ვიცით ადამიანები მის მიმართ იმუნურები იქნებიან თუ არა. არც ის ვიცით როდის გვექნება ვაქცინა. ჩვენ ახალ რეალობასთან შეგუება მოგვიწია, მოგვიწია მაგალითად მაშინ, როცა გავიგეთ რომ აივ ინფექცია სქესობრივი გზით გადადის. ამჯერადაც, ამ ახალ რეალობას უნდა შევეგუოთ. უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება.“
დევიდ ნაბარო – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრესსპიკერი
დევიდ ნაბარომ ამის შესახებ რადიო 4-თან საუბრის დროს განაცხადა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 1 მილიონ 853 ათას 505 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 114 ათას 257 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 423 ათას 728 – გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.