რიო-დე-ჟანეიროს ცნობილი ქრისტეს ქანდაკება ექიმის ხალათით შემოსეს და გაანათეს.
ქანდაკებაზე წარწერები გამოჩნდა სიტყვებით, “მადლობა” ექიმებს და “იმედი კაცობრიობას, რომ დავამარცხებთ კორონავირუსს”.
ქალაქის მთავრობამ აღნიშნული ღონისძიებით სოლიდარობა გამოხატა ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლების მიმართ, ვინც კორონავირუსთან ბრძოლაშია ჩართული.
ამასთან, გასულ თვეში რიო-დე-ჟანეიროს ქრისტეს ქანდაკება ყველა იმ ქვეყნის დროშის გამოსახულებით გაანათეს, სადაც იმ დროისთვის, კორონავირუსი იყო გავრცელებული.
ბრაზილიაში კორონავირუსის 22 000 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 1 200 ადამიანი გარდაიცვალა.