ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გუშინ ვიხილეთ ეკლესიებში, რომ არაერთ ადგილას საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვები დაირღვა”- კობახიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დაწესებული შეზღუდვები ყველასთვის ერთნაირად მოქმედებს და ხელისუფლება ყველა დარღვევაზე სწორ რეაგირებას მოახდენს.

როგორც კობახიძემ განაცხადა,  ბზობის დღესასწაულზე ეკლესიაში დაწესებული შეზღუდვები დაირღვა, რასაც სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება მოჰყვება.

“ჩვენ ვიხილეთ გუშინ ვითარება ეკლესიებში, როდესაც არაერთ ადგილას საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვები დაირღვა. ეს არის მიუღებელი და ასეთ დროს ხელისუფლებას ბუნებრივია ექნება შესაბამისი რეაგირება. საგანგებო რეჟიმის ზოგადი წესები გაწერილია და ბუნებრივია უნდა იყოს დაცული. სადაც კონკრეტულ შემთხვევაში იქნება დარღვევა, იქ რეაგირება ბუნებრივია იქნება”,- განაცხადა კობახიძემ “დღის კურიერში”.

რაც შეეხება, რა ფორმით ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია, კობახიძის თქმით, ამ საკითხზე ხელისუფლება და საპატრიარქო ერთიან გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც უახლოეს დღეებში ცნობილიც გახდება.

ბზობის დღესასწაულზე ეკლესიებში სოციალური დისტანციის დარღვევის არაერთ ფაქტს ოპოზიციის წარმომადგენლები კრიტიკული განცხადებებით გამოეხმაურნენ. ისინი აღნიშნავენ, რომ კანონის აღსრულება შერჩევითი პრინციპით ხდება და ხელისუფლებას ეკლესიასთან მიმართებაში რბილი პოზიცია აქვს.

 

იტვირთბა....