ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოზურგეთში ხანძრის შედეგად შუა ხნის მამაკაცი დაიღუპა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ერთ-ერთი საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

გაჩენილი ხანძარის შედეგად შუა ხნის მამაკაცი გარდაიცვალა. 57 წლის მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ხანძრის შედეგად სახლის მეორე სართული მთლიანად დაიწვა. ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.მუშაობდა.ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.

იტვირთბა....