უკრაინაში, ბზობის დღესასწაულზე ეკლესიაში ხალხმრავლობის გამო, სამი მღვდელი დააჯარიმეს, 12 პირის შესახებ კი, გამოძიება დაიწყო
ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი სოციალური ქსელ “ტვიტერში” წერს.
„ზოგ ეკლესიაში გუშინდელი ხალხმრავლობის შესახებ ადამიანის ჯანმრთლობისადმი უპატივცემულობასა და უპასუხისმგებლობას არაფერი აქვს საერთო ღმერთთან. პოლიციამ სამ შემთხვევაში დააჯარიმა ღვთისმსახურები, 12 პირის საქმე კი, განიხილება. ჩვენ გვაქვს სინდისის თავისუფლება, მაგრამ იქონიეთ სინდისი“, – წერს არსენ ავაკოვი.
ცნობისთვის, ამ დროისთვის უკრაინაში ვირუსის ინფიცირების 3 102 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 93 პირი გარდაიცვალა, ხოლო 93 – გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით კი მსოფლიოში ვირუსით 1 მილიონ 853 ათას 505 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 114 ათას 257 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 423 ათას 728 – გამოჯანმრთელდა.