ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

მსოფლიოში კორონავირუსით 114 ათასზე მეტი პირი გარდაიცვალა, 424 ათასამდე კი გამოჯანმრთელდა

ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად იზრდება. მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები უკვე ორ მილიონს აღწევს.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 1 მილიონ 853 ათას 505 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 114 ათას 257 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 423  ათას 728 – გამოჯანმრთელდა.

ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ქვეყანაში ინფიცირების რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. დრეის მონაცემებით, ვირუსით  560 433 ადამიანი დაინფიცირდა, 22 115 გარდაიცვალა, ხოლო 32 634 – გარდაიცვალა.

ვირუსის ფართოდ გავრცელების გამო, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად ყველა შტატი ერთდროულად გამოცხადდა უბედურების ზონად.

აშშ-ს მაღალი მაჩვენებლით კვლავ მოსდევს ესპანეთი და იტალია.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში ჯერ კიდევ დეკემბერში დაფიქსირდა. სწორედ, უხანის პროვინციას განიხილავენ ვირუსის სამშობლოდ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვითარება ყველაზე სტაბილურია და ეპიდემია დასრულებულადაც კი გამოცხადდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

იტვირთბა....