მთავარი ციტატა

“მე წინააღმდეგი ვიყავი, როცა პირველად გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და ახლაც წინააღმდეგი ვარ”

“თითქმის ერთი თვე გავიდა და რას მივაღწიეთ? ისევ იქ ვართ, სადაც ვიყავით ერთი თვის წინ. წინ წავედით? არა, პირიქით უკან წავედით. გვაქვს შიმშილის პრობლემა ქვეყანაში, გაჩერებულია ეკონომიკა, აქედან გამომდინარე, უპრაგონო საგანგებო მდგომარეობას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. მინდა, საზოგადოებას მივმართო, ვაცადოთ, ვაცადოთ გახარიას და „ქართულ ოცნებას“, რვა წელია, ვაცდით და შიმშილით გვძვრება სული, ვერ ვაცდით არ შეიძლება ასე. თუ ჩვენ ცოდნა, გამოცდილება და პასუხისმგებლობა გვაქვს, უნდა მოვთხოვოთ ისე, როგორც არის ეს დემოკრატიულ სტანდარტში. აცხადებ საგანგებო მდგომარეობას? დადე გეგმა, რისთვის აცხადებ. მე წინააღმდეგი ვიყავი, როცა პირველად გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და ახლაც წინააღმდეგი ვარ.”

გიორგი ვაშაძე – „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე 

ვაშაძემ ეს განცხადება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე გააკეთა.  

პარლამენტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე დეპუტატები ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შესაძლოო გახანგრძლივების საკითხზე იმსჯელებენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერენ და ხელისუფლოებისგან ანტიკრიზისული გეგმის მომზადებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილამდე გამოცხადდა.

იტვირთბა....