მთავარი ციტატა

“პაციენტი, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო, დასტაბილურდა” – მარინა ეზუგბაია

„ჩვენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. ვსაუბრობდით, რომ ორის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. ანუ, თითქმის კრიტიკულთან მიახლოებული, ამ ეტაპზე, შემიძლია გითხრათ, რომ ერთის მდგომარეობა დასტაბილურებულია, ახლა სტაბილურად მძიმე რჩება, ერთის მდგომარეობა და მისი პროგნოზი ჯერ ვერ ხდება. ანუ, კვლავ მოითხოვს განსაკუთრებულ მეთვალყურეობას და პრობლემური პაციენტია. დანარჩენი მძიმე პნევმონიები სტაბილურად არიან და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება“

მარინა ეზუგბაია, თბილისის ინფექციური საავადყოფოს სამედიცინო დირექტორი

“პირველი არხი”

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა.

ჯამში ვირუსით 252 ადამიანია დაინფიცირებული. ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 4925 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 401. 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში ყველა გადასასვლელს პოლიცია და თავდაცვის ძალები აკონტროლებენ. საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქობულეთის ოთხ სოფელში საკარანტინო რეჟიმი გამკაცრდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს კორონავირუსის ორი დადასტურებული შემთხვევიდან ერთ-ერთი ქობულეთის სამედიცინო კლინიკის სანიტარია.

იტვირთბა....