ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ხანდაზმულები თვითიზოლაციაში შესაძლოა წლის ბოლომდე დარჩნენ” – ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ვონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირში მცხოვრები ხანდაზმულები, შესაძლოა, იზოლაციაში წლის ბოლომდე დარჩნენ, რათა მათი კორონავირუსისგან დაცვა მოხდეს.

„მე ვიცი, რომ ეს ძნელია და იზოლაცია ტვირთია, მაგრამ ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ჩვენ უნდა ვიყოთ მომთმენნი და დავიცვათ დისციპლინა. ბავშვები და ახალგაზრდები შეძლებენ უფრო ადრე ისარგებლონ გადაადგილების თავისუფლებით, ვიდრე ხანდაზმულები და ჯანმრთელობის პრობლემების მქონენი“, – უსულა ვონ დერ ლაიენმა.

ურსულა ვონდერ ლაიენი იმედს გამოთქვამს, რომ ევროპის ლაბორატორიები მალე შეძლებენ ვაქცინის შემუშავებას.

„ვაქცინის გარეშე, ჩვენ მოგვიწევს მაქსიმალურად შევზღუდოთ ხანდაზმულებთან კონტაქტი“, – განაცხადა მან.

იტვირთბა....