ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოფელ გომიდან თბილისში გადაყვანილ 30 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

30 წლის ქალს, რომელიც სოფელ გომიდან თბილისში საეჭვო სიმპტომებით გადაიყვანეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. არსებული ცნობით, ის ოჯახთან ერთად გომში, აგარაკზე იმყოფებოდა.

ხაშურის ცხელების ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ჩიქოვანის თქმით, ამ წუთებში ეპიდემიოლოგები გომში მუშაობენ – იზოლაციაში გადაჰყავთ ინფიცირებულის ოჯახის ყველა წევრი და დგინდება კონტაქტები.

ამასთან, მოხდება სინჯების აღება დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლების მიერ.

შეგახსენებთ, 12 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 252 ადამიანია ინფიცირებული. 

252 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 63. უცხოეთიდან სამკურნალოდ კი სამი პაციენტია გადმოყვანილი. კორონავირუსით საქართველოში სამი მოქალაქე გარდაიცვალა.

ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4929 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 405.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს 79 წლის კაცის, 80 წლის ქალისა და ორსული პაციენტის გამოჯანმრთელების შესახებ განაცხადეს.

იტვირთბა....