ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მაგრად იდექით, ქართველი ადამიანი სულით ძლიერია” – ილია მეორე

“მაგრად იდექით, სხვები ლაპარაკობენ, უცხოეთში ქართველმა ხალხმა ვაჟკაცურად მიიღო ეს განსაცდელიო, სხვების ლაპარაკი არ გვჭირდება, თვითონ ვიცით, რომ ქართველი ადამიანი ძლიერია სულით”, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა. მან მორწმუნეებს ბზობის დღესასწაული მიულოცა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მას ვერ წარმოედგინა, რომ „ქართველი ხალხი ასე მშვიდად და ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელებს“.

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ბზობას. მე ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე მშვიდად, ასე, ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელებს. დიდება და მადლობა უფალს. ღმერთი გვაძლევს ჩვენ ძალას, უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.

ბზობა დიდებული დღესასწაულია, ეს არის ადამიანის გამოცდა, ადამიანის განწმენდა. უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი როდესაც გვაძლევს განსაცდელს, თუ მადლიერებით, მადლობით მივიღებთ ამას, უფალი ძალას მოგვცემს, გადავიტანოთ ეს განსაცდელი. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელის შემდეგ მოდის სიხარული.

ღმერთი მოწყალეა, ღმერთი მოგცემს შენ სიხარულს და ძალას, რომ ავიტანოთ ეს განსაცდელი.

გილოცავთ ამ დღესასწაულს, გილოცავთ ამ გამოცდას, გილოცავთ განწმენდას, ეს არის ჩვენი განწმენდა. მაგრად იდექით. აი, სხვები ლაპარაკობენ უცხოეთში, ქართველმა ხალხმა ვაჟკაცურად მიიღო ეს განსაცდელიო. სხვების ლაპარაკი არ გვჭირდება, თვითონ ვიცით, რომ ქართველი ადამიანი ძლიერია სულით. გაგაძლიეროთ უფალმა, უფალმა ძალა მოგცეთ, გაკურთხოთ“, – ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.

იტვირთბა....