დიდი ბრიტანეთს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა რეანიმაცია დატოვა. მან მედიკოსებს სიცოცხლის შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მედიკოსების მიმართ მადლობის სათანადოდ გამოხატვა არ შემიძლია, მათ წინაშე სიცოცხლით ვარ დავალებული“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა რეანიმაციის დატოვების შემდეგ.
შეგახსენებთ, ბორის ჯონსონს კორონავირუსი 27 მარტს დაუდგინდა. ჯონსონი ჯანმრთელბის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ საავადმყოფოში გაიყვანეს. მან ინტენსიური თერაპიის განყოფილება ორი დღის წინ დატოვა.