“ქოცებო, ძალიან გაგიტკბათ ხომ საგანგებო მდგომარეობა და უკონტროლო ძალაუფლება? გამოდით ახლა და ახსენით რატომ დაკეტეთ სუფთა სახლი, თორემ ვერავის, აბსოლუტურად ვერავის ვერ დააჯერებთ, რომ ამ უბედურების დროსაც ბიზნესების გადანაწილებაზე და მავნებლობაზე არ ფიქრობთ.”
ნინო ჯანგირაშვილი – ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი
“ფეისბუქი”
აღნიშნული განცხადებით ჯანგირაშვილი ეხმაურება, მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რის საფუძველზეც მაღაზიათა ქსელმა “სუფთა სახლმა” 150-მდე ფილიალი დაკეტა.
ფაქტთან დაკავშირებით, “მეტრონომი” ესაუბრა მაღაზიათა ქსელის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელს, ანი ნადირაშვილს და გაარკვია, რატომ მიიღო მთავრობამ მათი დახურვის შესახებ გადაწყვეტილება.