ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მთავრობის გადაწყვეტილებით, “სუფთა სახლი” მუშაობას წყვეტს

კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღაზიათა ქსელი – „სუფთა სახლი” მუშაობას წყვეტს.

ამის შესახებ ინფორმაცია მაღაზიათა ქსელმა საკუთარ ფეისბუკგვერდზე გაავრცელა.

ქსელის დახურვის მიზეზი უცნობია, ხოლო განცხადებაშია აღნიშნულია, რომ “სუფთა სახლი“ მთელი ამ დროის განმავლობაში ზედმიწევნით იცავდა, როგორც სახელმწიფოს მოთხოვნებს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაწეულ რეკომენდაციებს

„ძვირფასო მომხარებლებო, ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, მაღაზიათა ქსელი
„სუფთა სახლი“ სამწუხაროდ დროებით ვერ განაგრძობს ფუნქციონირებას. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს.

დიდი სურვილი გვქონდა გაგვეგრძელებინა თქვენი მომსახურება, რათა შეუზღუდავად მოგვეწოდებინა პირველადი მოხმარების პროდუქცია, რომელიც ამ პერიოდისათვის კრიტიკულად საჭირო და მნიშვნელოვანია.

„სუფთა სახლი“ მთელი ამ დროის განმავლობაში ზედმიწევნით იცავდა, როგორც სახელმწიფოს მოთხოვნებს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაწეულ რეკომენდაციებს და ყველა შესაბამის პირობას უქმნიდა თავის თანამშრომლებს.

ასევე მადლობას ვუხდით „სუფთა სახლის“ თითოეულ თანამშრომელს, რომელიც მიუხედავად არსებული მაღალი რისკებისა, მზად იყო ბოლომდე დარჩენილიყო მომხმარებლის სამსახურში. იმ პერიოდში როცა მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.

ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა დავბრუნდეთ თქვენს სამსახურში”, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში პირველ აპრილს ცვლილება  შევიდა. მთავრობის 211-ე დადგენილებაში ჩამოთვლილია ის ეკონომიკური საქმიანობები და ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი ობიექტები/მეწარმე სუბიექტები, რომელთაც, საგანგებო მდგომარეობის პირობებში საქმიანობა არ ეზღუდება. ესენია:

  • საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მომსახურება (ე.წ. „დელივერი სერვისი“)
  • ნავთობის და გაზის მოპოვება, გადამუშავება;
  • ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, თუ იგი ხორციელდება დისტანციურად მხოლოდ სახლიდან (სახლიდან გაუსვლელად).

ამასთან განმარტებულია, რომ “დაშვებული  ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, დისტანციური მუშაობა გულისხმობს  სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან („სამსახურიდან, ოფისიდან“, მაგრამ არა უმეტეს 5 ადამიანისა).

 

იტვირთბა....