“როცა ჩვენ გვქონდა 50 შემთხვევა დღეში, ყველა ერთი წყაროდან იყო. ახლა კი დღიურად 16, 20, 30 შემთხვევა გვაქვს და უმეტესობის წყარო იდენტიფიცრებული არ არის. შესაბამისად, ვირუსის ცირკულაცია უკონტროლოდ ხდება, მაგრამ ჩვენი ამოცანაა მას მივყვეთ და ტესტები ავიღოთ, იზოლირება მოვახდინოთ ინფიცირებულების და ვუმკურნალოთ.”
არსენ ტოროსიან – სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი
მინისტრი ამ განცხადებით ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა.
ცნობისთვის, სომხეთში კორონავირუსის 937 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსის შედეგად კი 12 ადამიანი გარდაიცვალა.
მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევებმა 1,5 მილიონს გადააჭარბა.
დღეის მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 1 მილიონ 605 ათას 277 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 95 ათას 751 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 356 ათას 995 – გამოჯანმრთელდა.