იაპონია იმ კომპანიებს, რომლებიც ჩინეთს დატოვებენ და წარმოებას სხვაგან გადაიტანენე, ფინანსურად დაეხმარება.
ამის შესახებ scmp.com წერს.
არსებული ინფორმაციით, იაპონიის მთავრობა 2,2 მილიარდ დოლარს გამოყოფს, რათა დაეხმაროს კომპანიებს, რომლებსაც ჩინეთში აქვთ წარმოება და მათი საქმიანობა კორონავირუსის გამო შეფერხდა.
კერძოდ, ახალი შეთავაზების მიხედვით, 220 მილიარდი იენი ($2 მილიარდი) მოხმარდება იმ კომპანიებს, რომლებიც ჩინეთიდან იაპონიაში გადაიტანენ წარმოებას. დამატებით 23,5 მილიარდი იენი დაიხარჯება იმ კომპანიებზე, რომლებიც წარმოებას ჩინეთიდან სხვა ქვეყნებში გადაიტანენ.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთი იაპონიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა, ჩინეთიდან იმპორტი თებერვალში თითქმის განახევრდა, ვინაიდა კორონავირუსის გამო ქარხნები.