მთავარი ციტატა

“ვიდრე კორონავირუსის ვაქცინა არ შემუშავდება, კარანტინი არ უნდა მოიხსნას”- პროფესორი ჯოზეფ ვუ

“ქვეყნები, რომლებსაც სურთ, რომ აღდგეს გადაადგილება, ადამიანებმა კვლავ იარონ სამსახურებში, მოუწევთ, თვალყური ადევნონ ახალი ინფექციების გავრცელებას და შეეგუონ იმ კონტროლს, რაც ახლა არის დაწესებული ვიცრე, არ შემუშავდება Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა ზომებმა დაინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად შეამცირა, Covid-19-ის ვაქცინის გარეშე, შემთხვევები შესაძლოა ხელახლა დაიძრას. თანაც, იმპორტირებული შემთხვევები გრძელდება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და Covid-19-ი გააგრძელებს გლობალურ გავრცელებას. თუკი ნორმალური ცხოვრება სწრაფი ტემპებით აღდგება, მაჩვენებლები კვლავ მოიმატებს. ამიტომ, ხელისუფლებები კარგად უნდა დააკვირდნენ მიმდინარე მოვლენებს და სანამ Covid-19-ის ვაქცინა არ შემუშავდება, კარანტინი არ უნდა მოიხსნას.”

პროფესორი ჯოზეფ ვუ – ჩინეთში ჩატარებულ ახალ კვლევის ხელმძღვანელი

ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევებმა 1,5 მილიონს გადააჭარბა.

დღეის მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 1 მილიონ 605 ათას 277 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 95 ათას 751 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 356 ათას 995 – გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ცნობილია, რომ ზოგიერთი ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს. 

 

იტვირთბა....