ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსის გამო თსუ-ს სტუდენტებისთვის საშეღავათო პირობები ამოქმედდება

კორონავირუსის გამო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის საშეღავათო პირობები დაწესდა, რომლის მიხედვითაც სემესტრში 400 სტუდენტის სწავლა დაფინანსდება.

ამის შესახებ ნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ „იმედის დილაში“ განაცხადა.

გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, გარდა ამისა, წარჩინებულ სტუდენტებს კიდევ შიდა სტიპენდიები დაენიშნებათ.

„სემესტრში ეს არის დაახლოებით 400 სტიპენდია, რომელიც გაიცემა სტუდენტებისთვის. გარდა ამისა, კიდევ მილიონი ლარია გამოყოფილი ჩვენს წლევანდელ ბიუჯეთში და ამ სიტუაციის გათვალისწინებით, რომელშიც ყველანი აღმოვჩნდით, გათვალისწინებული გვაქვს და წარჩინებულ სტუდენტებს კიდევ შიდა სტიპენდიები დაენიშნებათ. კიდევ ერთი თანხა, რომელიც აკუმულირებულია ბიუჯეტში, ეს არის სტუდენტური პროექტებისთვის გამიზნული თანხები და სტუდენტებს შეუძლიათ, საგრანტო განაცხადი გააკეთონ. მიიღონ დაფინანსება, აწარმოონ კვლევა ან გააკეთონ სხვა რამ, რაც მათ სწავლასთანაა დაკავშირებული“, – განაცხადა შარვაძემ.

ამასთან, რექტორის თქმით, უნივერსიტეტი სტუდენტებს გადახდის ინდივიდუალურ გრაფიკს შესთავაზებს.

კორონავირუსის პანდემიით გამო საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყდა.  ამჯამად, სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს. თსუ-ს სწავლის პროცესი 16 მარტს უნდა განეახლებინა, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ეს ვერ მოხერხდა.

 

იტვირთბა....