ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვირუსის ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ერთი 6 წლის ბავშვია

საქართველოში დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ერთი 6 წლის ბავშვია, რომელიც მკურნალობას ბოჭორიშვილის კლინიკაში გადის.

ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

სოლოღაშვილის თქმით, ინფიცირებულია ბავშვის დედა, ისინი თურქეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ.

მისი ინფორმაციით, კლინიკაში დღეს კორონავირუსის ინფექციით დადასტურებული 3 ახალი პაციენტი დაემატათ და მათგან ერთი ბავშვია.

“ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოქსირებულ ნაწილში მკურნალობს 51 პაციენტი, აქედან 16-ს დადასტურებული აქვს ვირუსი.  სამი პაციენტი დაემატა დღეს დადასტურებული დიაგნოზებიდან. ამ სამიდან ერთი არასრულწლოვანია. დედამ და 6 წლის შვილმა თურქეთის საზღვარი რამდენიმე დღის წინ გადმოკვეთა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არის მაღალი ტემპერატურა, ხველა, გამოიხატება პნევმონიის სურათი, მაგრამ მათი სუბიექტური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”,- განაცხადა სოლოღაშვილმა.

მისივე ცნობით, ბოჭორიშვილის კლინიკაში ინფიცირებული 7 არასრულწლოვანი მკურნალობს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 9 შემტხვევა დადასტურდა და საერთო რაოდენობა 227-მდე გაიზარდა. მათგან 62 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4829 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 410 პირი.

იტვირთბა....