რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, რაც უფრო ფართოდ გავრცელდება ვირუსი, შესაბამისად მოიმატებს იმ ადამიანების რაოდენობაც, ვინც ინფექციის გადამტანები იქნებიან.
როგორც ლევან გოფოძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ევრი ახალი ჯგუფი, რომელიც აქამდე არ ითვლებოდა მოწყვლად ჯგეფებად, ახლა ნელ-ნელა ემატება.
მისივე თქმით, ყველა ის ადამიანი, რომელიც ხშირ კონტაქტშია სხვა ადამიანთან, არის რისკ ჯგუფში.
რაც უფრო გავრცელდება დაავადება, მით უფრო მოიმატებს იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც შესაძლოა, გაეზარდოს დასნებოვნების რისკი. უპირველეს ყოვლისა, ესენი არიან მედიცინის სფეროს წარმომადგენლები, ჟურნალისტები, რომლებიც ასევე მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან და ხდება გამოყოფა იმ სხვა ჯგუფებისა, რომლებიც უფრო მეტად შეიძლება იყვნენ შემხებლობაში.
ყველა ის ადამიანი, რომელიც მომატებულ კონტაქტშია სხვა ადამიანებთან, არის რისკ ჯგუფში, რომ შესძლებელია დასნებოვნდეს მათ შორის სასულიერო პირებიც, რომლებიც მრევლთან არიან კონტაქტში, შესაძლებელია, იყვნენ მოწყვლადი ჯგუფები. აღმოჩნდა, რომ ბევრი ახალი ჯგუფი, რომელიც აქამდე არ ითვლებოდა მოწყვლად ჯგეფებად, ახლა ნელ-ნელა ემატება”,- განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 214-მდე გაიზარდა. მათგან 50 პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა, ხოლო სამი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი პაციენტები მაღალ რისკჯგუფს მიეკუთვნებოდნენ. გარდა იმისა, რომ ისინი ხანდაზმულები იყვნენ, მათ ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნებოდათ, რამაც მდგომარეობა დაამძიმა.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4559 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353 პირი.