“კანონს ეკლესიაში არ არღვევენ და ყველაზე კარგად იცავენ, მერწმუნეთ, თუნდაც ეკლესიაში იმ დისტანციას, რასაც თუნდაც ჩვენ ახლა ვარღვევთ. სამწუხაროდ. მე ხაზი გავუსვი, რომ შევთანხმდებით საპატრიარქოსთან. თვითონ მეუფეებიც მოუწოდებენ, დაჯარიმდებით და ნუ დაარღვევთ კანონსო”.
ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი
გომელაურმა აღნიშნული ჟურნალისტებთან იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სააღდგომო ღამისთევაზე მისული მრევლი დაჯარიმდება თუ არა.
ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა საპატრიარქოსთან ერთად განიხილავს აღდგომის დღესასწაულის საკითხს და მათთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას.
მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა. აღსანიშნავია, რომ სააღდგომო ლიტურიგიის ჩატარება სწორედ ე.წ. კომენდანტის საათს ემთხვევა.