ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეკონომიკური ზრდის სერიოზულ შემცირებას ველოდებით”- გახარია

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ვირუსის პანდებიის ფონზე მოსალოდნელია, ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად შემცირდეს.

ამასთან, როგორც გახარია აღნიშნავს, ხელისუფლება უკვე მუშაობს ამ გამკაცრებული ღონისძიებების, კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე.

მისი თქმით, ეს გეგმა ბალანსს დაიცავს  მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვასა და ეკონომიკური განვითარების პოტენციალს შორის.

“რა თქმა უნდა, ეკონომიკური გამოწვევები დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც შემიძლია გითხრათ, რა თქმა უნდა, ჩვენ ეკონომიკური ზრდის სერიოზულ შემცირებას ველოდებით. ამას ველოდებით და შესაბამისად ბიუჯეტში ცვლილებებიც შეგვაქვს. ასევე მინდა გითხრათ, საქართველოს ხელისუფლება უკვე მუშაობს ამ გამკაცრებული ღონისძიებების, კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად გააზრებული გეგმა, რომელიც დაიცავს ბალანსს მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვასა და ეკონომიკური განვითარების პოტენციალს შორის. ეს ვერ მოხდება ერთ დღეში და ერთ კვირაში”, – აღნიშნა გახარიამ.

ცნობისთვის, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ეკონომიკური ბიულეტენის 2020 წლის გაზაფხულის ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ კორონავირუსის  გამო, საქართველოში ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდება.

 

იტვირთბა....