საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, არ არსებობს ზუსტი პროგნოზი, როდის უნდა ველოდოთ ეპიდემიის პიკური პერიოდს, თუმცა არსებული ვარაუდით პიკი მაისის დასაწყისისჯენ იქნება.
როგორც მრემიერმა აღნიშნა, ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, როგორც მოქალაქისთვის, ასევე მთავრობისთვის.
“ჩვენ უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე ვართ და პიკს ზუსტად ჯერ ეპიდემიოლოგები ვერ აფასებენ, თუმცა ველოდებით აპრილის ბოლოს – მაისის დასაწყისისკენ. თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ეს ისეთი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, რომ აქ ყველანაირი პროგნოზი არის პირობითი. ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ ის, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მთავრობები, მოქალაქეები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სამოქალაქო სექტორი ისე, რომ ზუსტი პროგნოზების საშუალება, სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, როგორც მოქალაქისთვის, ასევე მთავრობისთვის, ეკონომიკისთვის,“ – განაცხადა
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 214-მდე გაიზარდა. მათგან 50 პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა, ხოლო სამი გარდაიცვალა.
ხოლო, მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირების რიცხვმა 1.5 მილიონს გადააჭარბა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.