ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 1,5 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირების რიცხვმა 1.5 მილიონს გადააჭარბა.

დღეის მდგომარეობით, მსოფლიოში ვირუსით 1 მილიონ 519 ათას 084 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 88 ათას 528 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 330 ათას 860 – გამოჯანმრთელდა.

მხოლოდ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კი, მსოფლიოს მასშტაბით, 87 133  ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 7 443 გარდაიცვალა. ეს ნიშნავს, რომ წინა დღესთან შედარებით, მსოფლიოში ინფიცირებისა და გარდაცვალების რიცხვმა კიდევ უფრო მეტად იმატა.

8 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 84 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვალების – 7 300.

ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ქვეყანაში ინფიცირების რიცხვი 435 160-მდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ უკვე ნახევარ მილიონს მიაღწია. ხოლო ვირუსით 14 497 ადამიანი გარდაიცვალა.

აშშ-ს მაღალი მაჩვენებლით კვლავ მოსდევს ესპანეთი და იტალია.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში ჯერ კიდევ დეკემბერში დაფიქსირდა. სწორედ, უხანის პროვინციას განიხილავენ ვირუსის სამშობლოდ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვითარება ყველაზე სტაბილურია და ეპიდემია დასრულებულადაც კი გამოცხადდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

იტვირთბა....