“ვირუსი დაიწყო ჩინეთიდან და დროს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ჩვენ ახლაც გვჭირდება ინფორმაცია. საქმე არ ეხება პოლიტიკური პასუხისმგებლობის ვინმესთვის დაკისრებას. ჩვენ ვსაუბრობთ ინფორმაციაზე, რომელიც საჭიროა ამერიკელების და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მოქალაქეების გადასარჩენად. თუ ქვეყნები მალავენ ინფორმაციას, მაშინ ადამიანები კვდებიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა დასაჯოს ის ქვეყნები, რომლებიც კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას მალავენ.”
მაიკ პომპეო – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
ცნობისთვის, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა თეთრ სახლს გასაიდუმლოებული დასკვნა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, ჩინეთი მალავდა თავის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებს, მათ შორის ვირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობებს.
აღნიშნულ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტიც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ჩინეთის მონაცემები უფრო მსუბუქი აღმოჩნდა, ვიდრე ამის შესახებ ანგარიშებშია მოხსენებული ან რისი მოწმეც თავად გახდნენ.