“ვირუსის გავრცელება თანდათან უფრო იმატებს, ამიტომ ჩვენი მზაობა უნდა იყოს უფრო მაღალი ხარისხის. ვნახულობთ სტაციონარებს და ვამოწმებთ ინფრასტრუქტურას, თუ როგორაა მედპერსონალი გადამზადებული, როგორია ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგი. არის კლინიკები, სადაც მზაობა არის მაღალი ხარისხის, არის ისეთებიც, სადაც გვაქვს გარკვეული ხარვეზები და ჩვენ ვაკეთებთ მის იდენტიფიცირებას, ვაძლევთ რჩევებს. კლინიკები ვალდებულნი არიან, ეს რჩევები გაითვალისწინონ და ხარვეზები აღმოფხვრან. თუ ვერ მოახერხებენ, წინა ხაზიდან ჩაეხსნებიან. პაციენტების მოდინების შემთხვევაში, ანუ ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, მზად უნდა იყოს სამედიცინო სექტორი, რათა ყველას გაუწიონ მაღალკვალიფიციური დახმარება.”
დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე
ამის შესახებ ხუნდაძემ „გორმედის“ საავადმყოფოში განთავსებულ ცხელების ცენტრშისტუმრობისას განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 208-მდე გაიზარდა. მათგან 46 პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.
ამასთან, ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში რჩება 4674 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 362.