aviabiletebi
მთავარი ციტატა

“გამკაცრების ზომა და ხარისხი დაეყრდნობა იმ რეალობას, რაც კონკრეტულ მუნიციპალიტეტში იარსებებს”

“ყველა გადაწყვეტილება დაეყრდნობა იმ რეალობას და იმ ვითარებას, რაც იარსებებს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში. გამკაცრების ზომა, გამკაცრების ხარისხი და შეზღუდვების ხარისხი იქნება დაყრდნობილი იმ მონაცემებზე, რა მონაცემებით გვექნება. დღეს არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, ორი მუნიციპალიტეტი იმყოფება სრულ კარანტინში, 10 მუნიციპალიტეტი იმყოფება სპეციალური კონტროლის რეჟიმში. პრაქტიკულად მიმდინარეობს პროაქტიული თერმოსკრინინგი, ამას გავაგრძელებთ და არსებული ვითარების შესაბამისად, მივიღებთ სხვა დანარჩენ გადაწყვეტილებას.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ირაკლი ჩიქოვანი – პრემიერ-მინისტრის მრჩეველი

ამის შესახებ ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიგინგზე განაცხადა იმ კითხვის საპასუხოდ, ხომ არ იგეგმება რომელიმე რეგიონში კარანტინის გამოცხადება. 

შეგახსენებთ, 23 მარტს, მას შემდეგ რაც მარნეულში ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, პრემიერმა გიორგი გახარიამ  მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონებად გამოაცხადა.

მას შემდეგ, რაც მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა, 9 მუნიციპალიტეტის შესასვლელებში ბლოკპოსტები მოეწყო, სადაც მგზავრთა გადაადგილებას აკონტროლებენ და თერმოსკრინინგს უტარებენ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი ხადა, რომ 9 მუნიციპალიტეტთან ერთად, ვანის შესასვლელებშიც მოეწყობა სპეციალური გამშვები პუნქტები და მოქალაქეებს თერმოსკრინინგის წესით შემოწმდებიან. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, როცა რაიონში ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა.

 

იტვირთბა....