“როცა დაავადებას მივიღებთ, შეიძლება ისე მოვიხადოთ, კლინიკა საერთოდ არ გამოვლინდეს, მაგრამ თუ გამოვლინდა, რა თქმა უნდა, მოსახდელია. დღე და ღამე არ მძინავს, იმხელა პასუხისმგებლობა მაქვს ამ ადამიანების წინაშე აღებული. ბევრი სტატია წავიკითხე და ვნახე, რომ ანტისხეულები, რომელიც სწრაფად უნდა სინთეზირდებოდეს ორგანიზმში, სავარაუდოდ, დაავადების მანიფესტაციას ასწრებს და ამიტომაც მიდის ჩვენთან შემთხვევები მეტნაკლებად მსუბუქად. ღმერთმა ქნას და იქნებ გადაგვარჩინოს ბცჟ ვაქცინაციამ.”
ლევან რატიანი – პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 208-მდე გაიზარდა. მათგან 46 პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.
ამასთან, ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში რჩება 4674 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 362.